Wednesday, June 11, 2014

მეშვიდე-მეცხრე დღის რეფლექსია


გავეცანით  ბლუმის  ტაქსონომიის საფუძვლებს.  დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. 
შევქმენით  სტუდენტის ნიმუში, პროექტის გეგმის მიხედვით გავაკეთეთ პრეზენტაცია.

ბატონი გიორგი გვეხმარებოდა და გვიმოწმებდა ნამუშევრებს. ვეცდები ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო  საგაკვეთილო პროცესში.


ავტვირთეთ პორტფოლიო, გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო,პროექტებით სწავლების მეთოდი ერთერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდია. დიდი მადლობა ტრენერს -ბატონ გიორგი ცინცაძეს, 

Tuesday, June 3, 2014

პროექტის პორტფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო
5-6 დღეების რეფლექსია
ავითვისეთ ინტერნეტში სურათების მოძიება, ჩამოტვირთვა და ვორდის ფაილში ჩასმა. დავასრულეთ ბუკლეტი
ინტელის პროგრამის ვიუერის რესურსებიდან ავითვისეთ მრავალი ფაილი, მ.შ. პორტფოლიოს ჩეკლისტი, მინდა ვიცოდე-ვიცი,  ბუკლეტის ჩეკლისტი,  პორტფოლიოს რუბრიკა, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, სტანდარტების და მიზნების რუბრიკა, და ა.შ.
შევისწავლეთ ფაილთა და საქაღალდეების ატვირთვა ინტერნეტში გუგლ-დრაივის გამოყენებით.  ავტვირთეთ ჩვენი ბუკლეტები საკუთარ ბლოგებზე.
წინ მივიწევთ პროექტის გეგმის შედგენაში.